Monday, January 3, 2011

   
ორიგამი და ბავშვის განვითარება
ძველი იაპონური ხელოვნება, ქაღალდით ფიგურების აწყობა -  ორიგმი კარგი დამხმარეა ბავშვის გონებრივ განვითარებაში.  ორიგამი -  წარმტაცი, მოულოდნელი სიურპრიზებით  აღსავსე თამაშია, რომელიც იქმნება მკაფიო მათემატიკური კანონების საფუძველზე, მაგრამ, წარმოიდგინეთ, როგორი საინტერესოა ბავშვისთვის ეს საქმიანობა,  თუ მათემატიკის კანონები ზღაპარში თამაშდება. გასაოცარია,  როგორი სიამოვნებით და მღელვეარებით იძირებიან ბავშვები ჯადოსნურ და საოცრებათა სამყაროში. ქაღალდის აწყობის ყოველი მოძრაობა რომელიც ზღაპრით გადმოიცემა ანვითარებს ასოციაციურ აზროვნებას, იწვევს დადებითი ემოციების ქარიშხალს, რადგან როდესაც ქაღალდის კვადრატი ცოცხლდება ამ დროს  ყოველი მოქმედება ახალი სიურპრიზია. აი ჩვენი შემოქმედების შედეგიც.
ჩვენი ბავშვების ნამუშევრები


ორიგამის ისტორია
ორიგამი ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა რომ ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს, სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება. ორიგამის ისტორია იწყება ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) ამ პერიოდში ქაღალდი საკმაოდ ძვირ ფუფუნებას წარმოადგენდა რადგან ხელით მზადდებოდა. კამაკურის პერიოდიდან (1185 – 1333 წ.წ.) ქაღალდის ნაკეთობები ადგილს იკავებს უკვე საიმპერატორო კარზე და არისტოკრატულ საზოგადოებაშიც. ორიგამის გაკეთება სავალდებულო ჟესტად ითვლებოდა, და ის ვინც კარგად დაეუფლებოდა ამ ხელოვნებას მიიჩნეოდა უაღრესად განათლებულ და დახვეწილ მანერების მქონე პიროვნებად. ორიგამის ფიგურებს იყენებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობით. მაგალითად წერდნენ წერილს და შემდეგ ამ წერილით აკეთებდნენ სხვადასხვა ფიგურებს, მაგალითად: პეპელას, ჩიტის და ყვავილის ფორმა მეგობრობის და სიყვარულის ჟესტს ნიშნავდა. ამით მათ უადვილდებოდათ გრძნობების გამოხატვა.
მომოიამას (1573 – 1603 წ.წ.) და ედოს (603 – 1867 წ.წ.) პერიოდიდან ორიგამი რელიგიური დატვირთვიდან გამოდის და პოპულარული ხელოვნების დარგი ხდება. მის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტი დაინტერესებაა, იქმნება მრავალი სკოლები, სადაც ასწავლიან ორიგამის გაკეთებას, ყველაზე პოპულარული ფიგურა იაპონური “წერო” (Tsuru) ორიგამის სავიზიტო ბარათად არის ქცეული. იგი ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა. იაპონელები ამბობენ, რომ თუ გააკეთებ 100 ცალ Tsuru ორიგამს და სურვილს ჩაუთქვამ ის აუცილებლად ასრულდება. იგი კეთდება ერთი მთლიანი ოთხკუთხედი ქაღალდისგან არავითარ შემთხვევაში დაჭრილი ქარალდისგან, სწორედ ამასშია მისი ორიგინალურობა.
XX – საუკუნეში ორიგამით დაინტერესება ქვეყნის გარეთაც ხდება, დიდი ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში იხსნება ორიგამის ხელოვნების კერები, სკოლები, დაწესებულებები და კავშირები. ორიგამის ხელოვნება იმდენად რთული და შრომატევადია, რომ მის სასწავლებლად არსებობს სპეციალური კურსები რათა სრულყოფილად დაეუფლო ამ საქმეს. იაპონიაში დაწესებულია აგრეთვე ორიგამის დღესასწაული. ამ დღეს ყველა იაპონელი ერთმანეთს ეჯიბრება ყველაზე ორიგინალური ორიგამის ფიგურების გაკეთებაში.

წყარო:
ორიგამი და ბავშვის განვითარება“ - SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ პედაგოგი ხ.გოგიძე;
„ორიგამის ისტორია“ და ფოტოები საიტიდან:
 http://hobbymodel.ucoz.com/load/origami/kaghaldis_nak'etobebi/origam_histori/28-1-0-179
სლაიდშოუ: SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ აღსაზრდელების ნამუშევრებით